ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„თანამედროვე სამყაროში მარტო კარგი ოჯახის ქალობა არაფრით არ არის საკმარისი,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი
ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა მეუღლეებს შორის ურთიერთობის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე მეორეს მიმართ ინტერესს კარგავს, ეს უმეტესად არათანაბარი განვითარების ბრალია:
„არსებობს ადამიანის განვითარების სხვადასხვა დონე. რაც უფრო მაღალ დონეზეა მამაკაცი, მას მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება. მაგალითად, დაქორწინდნენ ორი ძალიან საყვარელი, მშვენიერი ქალი და კაცი, დაიწყეს ერთად ცხოვრება. ქალი ბავშვებს აჩენს, ოჯახს უვლის და ა. შ. კაცი პროფესიაში ვითარდება და სოციალურად უფრო და უფრო მაღალ დონაზზე ადის. რაც უფრო მაღალ დონეზეა კაცი, მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება ამ თავისი პოზიციის შესანარჩუნებლად.“
ინგა ბლესსის თქმით, ქალბატონები ხშირად ოჯახურ საქმეებში ეფლობიან და განვითარებისთვის დრო არ რჩებათ:
„ცოლი მეუღლის განვითარებას 90 % შემთხვევაში ვერ მიჰყვება, იმიტომ, რომ ის სხვა რაღაცებით არის დაკავებული. ოჯახურ, საყოფაცხოვრებო საკითხებში ვეფლობით ხოლმე, სამწუხაროდ. ვთვლით, რომ როგორც მაგიდა არსად გაიქცევა, ისე კაციც არსად წავა, რადგან ორი შვილი გავუჩინე. ქალიც გაიქცევა და კაციც, როდესაც მისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის.“
„როდესაც კაცი გაიზარდა, ქალი ვერ მიჰყვა, უკვე იმას სჭირდება, რომ საერთაშორისო პოლიტიკაზე შეგეძლოს საუბარი. შენ მარტო წვნიანის მოხარშვა იცი, მეტი არაფერი. კარგი, ბავშვები სუფთად არიან, მაგრამ თანამედროვე სამყაროში მარტო კარგი ოჯახის ქალობა არაფრით არ არის საკმარისი. ძნელი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ზრდა უნდა მოხდეს ერთნაირად. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ,“ - აღნიშნა ინგა ბლესსმა.