Baby Bag

„არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდენს ჭამ? როგორ მოსუქდი,“ არ შეიძლება ამის გაკეთება,“ - მარი მალაზონია

„არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდენს ჭამ? როგორ მოსუქდი,“  არ შეიძლება ამის გაკეთება,“ - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მსუნაგი ბავშვების მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მან უფროსებს ურჩია, რომ ბავშვს წონასთან ან კვებასთან დაკავშირებით უხეში შენიშვნები არასდროს მისცენ:

„თუ ბავშვი არის ზედმეტად მსუნაგი, ​არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდ​ენს ჭამ?“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ: „როგორ მოსუქდი,“ არ შეიძლება ამის გაკეთება არავისთან და ბავშვებთან განსაკუთრებით.“

მარი მალაზონიას თქმით, მშობლებმა ბავშვს ულუფის მოცულობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ის თეფშის ზომას მიაჩვიონ:

„ჩვენ შეგვიძლია, რომ ბავშვს ვუთხრათ: შენი ულუფა იყოს შენი თეფშის შუაგული ხაზებამდე. თუ თქვენ ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეაჩვევთ თეფშის ზომას, ეს იქნება ძალიან კარგი. შესაძლოა, ბავშვი მაინც ვერ ახერხებს და ამბობს, რომ ეს სულ არ არის ბევრი ან ცოტაა. თუ სახლში გაქვთ დიდი თეფში და ბავშვს თეფშზე დაუდებთ მის საყვარელ ნამცხვარს, ​შესაძლოა, ბავშვმა გითხრათ, რომ ეს ცოტაა და დამატება მოგთხოვოთ.“

„თუ თქვენ იგივე პროდუქტს მოათავსებთ პატარა ზომის თეფშზე, მაშინ ბავშვი დაინახავს, რომ ​მისთვის საყვარელი პროდუქტი გადმოდის თეფშიდან. ასეთ შემთხვევაში ის თვითონვე კრიტიკულად შეაფასებს ყველაფერს და მოერედება იმის თქმა, რომ დამიმატეთ. მას ექნება განცდა: უი, რამდენი მიჭამია,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„მეც გამომიცდია ეს, როგორც დედას და გეტყვით, რომ აქ კარგია ეშმაკობა,“ - მარი მალაზონიას რჩ...
​ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მშობლებს ბავშვებისთვის წყლის დღიური დოზის განსაზღვრისთვის მარტივად გამოსათვლელი ფორმულა გააცნო:„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ წყლის რაოდენობაზე, ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი გადა...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?

როგორ უნდა მივცეთ ბავშვს შენიშვნა სწავლასთან დაკავშირებით?  - თემაზე ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვი არასდროს არ უნდა შევადაროთ სხვას:

,,სწავლასთან დაკავშირებული შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გვჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. ფსიქოლოგები ეძახიან „სენდვიჩის“ მეთოდს, როცა ჯერ ვაქებთ, შემდეგ ვეუბნებით რა არ მოგვწონს და ბოლოს, კიდევ ვაქებთ. არასდროს არ  უნდა შევადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ - „შენ გუშინწინ ამას ვერ აკეთებდი და ახლა ნახე რა კარგად აკეთებ, ყოჩაღ!“, „შეხედე, ეს ნაწერი სჯობს ასე იყოს, მოდი კიდევ სცადე“, ამას სჭირდება მოთმინება და არა გაღიზიანება. „ცუდია“ - არ უნდა ვუთხრათ, რადგან შესაძლოა ყველანაირი სურვილი დაკარგოს, რომ ხელმეორედ გააკეთოს, რადგან ბავშვის დემოტივირება ძალიან მარტივია,'' - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,ტელესკოლა''

წაიკითხეთ სრულად