„წითელი კვერცხის სიმბოლო თავიდანვე მოდის. მარიამ მაგდალინელი ტიბერიუს კეისართან მივიდა. ახარა მას, რომ ქრისტე აღდგა. ტიბერიუს კეისარს მაგიდაზე კვერცხი ედო. მან მაგდალინელს უთხრა: ეს ისეთივე სისულელეა, როგორც ახლა ეს კვერცხი რომ გაწითლდესო. მის თვალწინ გაწითლდა და სისხლისფერი გახდა კვერცხი. იქიდან მოდის ეს ტრადიცია. კვერცხი გახლავთ სიცოცხლის, სამყაროს სიმბოლო. ქრისტემ თავისი სისხლით, ჯვარცმით გამოისყიდა ცოდვით დაცემული კაცობრიობა, განაახლა და ხელახლა დაიბადა მთელი კაცობრიობა.“
მამა საბას თქმით, კვერცხი წითლად უნდა შეიღებოს. სხვა ფერში კვერცხის შეღებვა მიზანშეწონილი არ არის:
„პასკას რაც შეეხება, ეს არის გაფუებული ცომი. პასექზე ებრაელები ეგვიპტიდან გამოსვლას ზეიმობდნენ. უფუარი ცომით ხდებოდა დღესასწაული. როდესაც ქრისტე მოდის, რასაც ვაცხობთ, ეს პასკა არის გაფუებული ცომი. გაფუებული ცომი არის უკვე სიმბოლო უფლის მოსვლის და დაბრუნების. სიმბოლური საკვები გახლავთ წითელი კვერცხი და პასკა. სხვა ფერში კვერცხების შეღებვა არ არის მიზანშეწონილი. აღდგომის სიმბოლიკას კარგავს. მწვანე, ყვითელი და სხვადასხვა ფერი ლამაზი კი არის, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. კვერცხის მოხატვა არ არის ცუდი. სიმბოლიკა შენარჩუნებული რომ იყოს, აუცილებელია, რომ კვერცხი იყოს წითელი. ის წითელი ქრისტეს სისხლის სიმბოლოა. როდესაც კვერცხს ყვითლად და მწვანედ ღებავ, აბსოლუტურად იკარგება ეს სიმბოლიკა, ნაძვის ხის სათამაშოს ემსგავსება. დეკორაციებს როდესაც უკეთებენ კვერცხს, ორნამენტებს, ჯვრებს, ეს ნორმალურია. მე რომ მკითხოს ადამიანმა, საერთოდ არაფერი არ სჭირდება, უბრალოდ კარგ წითელ ფერზე უნდა შეღებო. სასურველია, რომ კვერცხი იყოს შეღებილი ბუნებრივი საღებავით, ენდროთი.“
„სასაფლაოებზე ტორტები, ღრეობა, ქეიფი და დათრობა, ეს არის მარაზმი. ეს არის ყოვლად მიუღებელი. ყოველთვის მაღიზიანებდა და მაღიზიანებს დღესაც. ეკლესიურად მიცვალებულების მოსახსენიებელი გახლავთ თომას კვირის სამშაბათი. ეს არის აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ. მთელი ბრწყინვალე შვიდეული გახლავთ ყოველი დღე აღდგომის დღის ტოლფასი. არ არის მიზანშეწონილი, რომ აღდგომის სიხარულს რაღაც სევდა გაურიო. არავითარ შემთხვევაში, კატეგორიულად მიუღებელია სასაფლაოზე ქეიფი. მიდი, კვერცხი დაუდე სიმბოლურად, პასკის ნაჭერი, ერთი ჭიქა ღვინო მოსვი, მიულოცე, ახარე მათაც ეს სიხარული და წამოდი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მამა საბამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.
წყარო: „პოსტ ალიონი“
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები