„მშობლის აღზრდის სტილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ მშობელი არის ზემზრუნველი, ის თვითონ გეგმავს შვილის მომავალს, ისე, რომ არ ითვალისწინებს ბავშვის უნარებს, მის შესაძლებლობებს. ის შვილზე ზემოქმედებს ემოციური სახით. ვერტმფრენი მშობლები რომ არიან, ამ ტიპის მშობლებს ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში ეს ბავშვები ნაკლებად აღწევენ წარმატებას ზრდასრულობის ასაკში.“
ნათია კუჭუხიძის თქმით, მხარდამჭერი მშობლები უფრო წარმატებულ შვილებს ზრდიან:
„ის მშობლები, რომლებიც უფრო მეტად ეხმარებიან ბავშვებს, არიან მხარდამჭერები, შვილებს აძლევენ გადაწყვეტილების მიღების უფლებას, უფრო წარმატებულ შვილებს ზრდიან. კიდევ არის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი. როდესაც ადრეული ასაკიდან ბავშვს აჩვევენ სახლში საქმის კეთებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მან მომავალში წარმატებას მიაღწიოს.“
„ამასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან დიდი კვლევაც. ვინც ადრეული ასაკიდანვე ეხმარებოდა მშობლებს საკვების მომზადებაში, სახლის დალაგებაში, ისინი უფრო წარმატებული ადამიანები გახდნენ მომავალში. მათ იციან, როგორ მართონ ცხოვრება. ცხოვრებამ როგორ მართოს ის კი არა, თვითონ როგორ მართონ. როდესაც ბავშვს მშობელი საკუთრებად არ აღიქვამს, ეს არის ის, რაც განაპირობებს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და მის წარმატებას მომავალში,“- აღნიშნულ საკითხებზე ნათია კუჭუხიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.
წყარო:
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)