„ადრე ამაზე საუბარი არ იყო. მე ახალგაზრდობაში ამდენი არ მესმოდა, რომ ასე ჩაგრავდნენ ქალებს. უფრო დაფარული იყო საოჯახო სივრცე და ამის გამოტანა სირცხვილი იყო. ჩემი აზრით, კატასტროფაა, რაც ახლა ხდება. შეიძლება ეს გარდამავალი ეკონომიკური პერიოდისთვის არის დამახასიათებელი.“
მარინა ჯანელიძის თქმით, აგრესიულობა ბიოლოგიური თვისებაა და ის მამაკაცებისთვის მეტად არის დამახასიათებელი:
„აგრესიულობა არის ბიოლოგიური თვისება. ტესტოსტერონი არის მამაკაცის ჰორმონი. ქალებშიც აგრესიის დროს ტესტოსტერონის დონე მატულობს. კაცი ბიოლოგიურად უფრო აგრესიული არსებაა. ამ აგრესიულობას ძალიან ხშირად ხელს უწყობს გარკვეული უარყოფითი ემოციები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, უარყოფითი ფონი. მამაკაცების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმა არის პროფესიული წარმატება და ფინანსური წელგამართულობა.“
„სამწუხაროდ, დღეს მამაკაცი ოჯახის ფინანსური თავი ნაკლებად არის ჩვენთან. ალბათ, ამან განაპირობა ის, რომ ამდენი ქალი წასულია სამუშაოდ უცხოეთში. კაცის ეს შეუმდგარობა, ნეგატიური ემოცია მასში აგრესიას იწვევს. მამაკაცს არ შეუძლია ოჯახი უზრუნველყოს. ვისზე ანთხევს ის ემოციას? ისევ თავისი ოჯახის წევრებზე. ეს შეუმდგარობა, ფინანსური სიღატაკე, მასში აგრესიას ბადებს. ისინი ეძალებიან სასმელს, ნარკოტიკს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.
წყარო: „შემდეგი გაჩერება“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)