„ეს არის რეალიზაციისა და ყურადღების მიქცევის საჭიროება. ყურადღების დეფიციტი მაქვს და სხვა რამით ვერ ვიქცევ ყურადღებას. შინაარსები განსაზღვრავენ შენს ბედნიერებას და ყოფას. რა თქმა უნდა, ბავშვობა შეიძლება დამჭირდეს, რომ რაღაც გავარკვიო თქვენთან. ვისაც უყვარს ფსიქოანალიზი და ფროიდით დაავადდა, ყველაფერზე ჩადიან ბავშვობამდე. ხანდახან პრობლემა წყდება ბავშვობის გარეშეც. როდესაც ადამიანს კლაუსტროფობია აქვს, წავიდა ფსიქოანალიტიკოსთან, იმან აღმოუჩინა, რომ ბავშვობაში მამა ეზიზღებოდა. ერთი პრობლემით მივიდა და გამოვიდა ორი პრობლემით. არ არის აუცილებელი, რომ ბავშვობაში ჩავიდე.“
ზურა მხეიძის თქმით, ნეგატიურ ემოციას გამრავლება ახასიათებს:
„ნეგატიურ ემოციას ახასიათებს გამრავლება. ნეგატიურ ემოციას არ უყვარს მარტო დარჩენა. ნეგატივის მოსმენა აპროვოცირებს ანალოგიური ტიპის განცდებს, რაც შენ გქონია. ვთქვათ, რაღაც უბედურება მოხდა, ეს ნეგატიური ინფორმაციაა, მაგრამ მისი დამძიმება შეიძლება მიწოდების ფორმის შესაბამისად. ევროპის ქვეყნებში ტელევიზორში სისხლის ჩვენება საერთოდ არ შეიძლება.“
„მეუღლეებიდან, როდესაც ერთ-ერთი გარდაიცვლება, როგორც წესი, კაცი ვერ ძლებს, ორ წელიწადში კვდება. იმიტომ, რომ ის ძალიან ძვირფას ადამიანს კარგავს. ამიტომ არის, ბაბუას და შვილიშვილს რატომ უყვართ ერთმანეთი? იმიტომ, რომ ბაბუამ ფუნქცია დაინახა ბავშვში. როდესაც ვუფრთხილდებით ხოლმე ასაკში შესულ ადამიანებს, გვგონია, რომ მეტ პატივს ვცემთ. არა, არ არის ასე. მე არ ვამბობ, რომ დატვირთონ, მაგრამ საქმე უნდა ჰქონდეს ადამიანს, უნდა მოვუფიქროთ რამე,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ ისაუბრა.
წყარო: „რა დროს ძილია“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)