Baby Bag

„ძალიან მაღიზიანებს, როდესაც სათავსოში კბილის ჯაგრისებია ჩალაგებული და თავზე არ აქვს დაფარებული,“ - მადონა კოიძე ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიგიენის ნორმების დარღვევის შესახებ

„ძალიან მაღიზიანებს, როდესაც სათავსოში კბილის ჯაგრისებია ჩალაგებული და თავზე არ აქვს დაფარებული,“ - მადონა კოიძე ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიგიენის ნორმების დარღვევის შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებისა და განლაგებისას ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა:

„ნივთების განლაგების ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც არაჰიგიენურად შეიძლება ჩაითვალოს. ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც აბაზანაში შევდივარ და ვხედავ, რომ სათავსოში კბილის ჯაგრისებია ჩალაგებული, არ აქვს თავზე დაფარებული და არის საშიშროება, რომ ერთმანეთს მიედონ. ეს ძალიან არასასიამოვნოა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც არის მრავალჯერადი მყარი საპონი და ქაფი არ აქვს მოცილებული. ჯერ საპონს ვრეცხავ და მერე ვიბან ხელს იმიტომ, რომ ჩემთვის ეს გამაღიზიანებელია.“

მადონა კოიძის თქმით, ადამიანმა ყველა დეტალს ყურადღება არ უნდა მიაქციოს:

„ჩემს შვილს რომ მოუსმინო, საერთოდ აუტანელი ვარ. რაღაცებზე თვალი უნდა დახუჭო, რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ეს ნაწილობრივ პრობლემაც არის. ადამიანმა თავისუფალი სივრცე უნდა დაიტოვო და ყველაფერს არ უნდა მიაქციო ყურადღება.“

„ყველაზე დიდი გარღვევა, სამწუხაროდ, არის სილამაზის სალონებში. არის სერიოზული გარღვევა სტომატოლოგიურ კლინიკებში. ძალიან ბევრი სალონი და კლინიკა მოწესრიგებულია, მაგრამ ბევრს სტერილიზაციის მომენტები აქვს გამოტოვებული. მამაკაცებს როდესაც მოკლედ ჭრიან თმას და კისერს უსუფთავებენ, ღრუბელი აქვთ, რომელსაც იყენებენ. ეს ღრუბელი ხშირად თმით არის გავსებული. საშინელებაა და ძალიან მაღიზიანებს სავარცხლები, თმები რომ აქვს ჩამოკიდებული,“ - აღნიშნულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელ საკვებ პროდუქტებს ვერ ნახავთ ჯენიფერ ლოპესის ყოველდღიურ რაციონში - მომღერალი ასაკის მიუხედავად, საოცარ ფორმაშია

რომელ საკვებ პროდუქტებს ვერ ნახავთ ჯენიფერ ლოპესის ყოველდღიურ რაციონში - მომღერალი ასაკის მიუხედავად, საოცარ ფორმაშია

ჯენიფერ ლოპესი, ასაკის მატების მიუხედავად, საოცარი ფორმის შენარჩუნებას მაინც ახერხებს, რაც ნაწილობრივ მისი კვების რეჟიმის დამსახურებაა. ვნახოთ, რას მიირთმევს მომღერალი დღის განმავლობაში და რომელ საკვებ პროდუქტებს ვერ ნახავთ მის ყოველდღიურ რაციონში.

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად