Baby Bag

ბარბარე სამხარაძემ 25 კილო დაიკლო - ნახეთ ფოტო

ბარბარე სამხარაძემ 25 კილო დაიკლო - ნახეთ ფოტო

​„წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავალის, თქვენთვის კარგად ნაცნობ ბარბარა სამხარაძის ტრანსფორმაციას. მცირე პაუზის შემდეგ განვაახლეთ ვარჯიში და სწორი კვება. პერიოდულად შემოგთავაზებთ შედეგებს,“ - აღნიშნულის შესახებ ბარბარეს პირადი მწვრთნელი ტატო ბახტურიძე სოციალურ ქსელში წერს. 

არ დაგავიწყდეთ !!!

​Momsedu.ge​-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხოვრება ხომ თეატრის ნაირსახეობაა. ის ტოვებს იმ ნაოჭს, რა ტიპითაც იცხოვრე,“ - დათო ზურაბაშვილი

„ცხოვრება ხომ თეატრის ნაირსახეობაა. ის ტოვებს იმ ნაოჭს, რა ტიპითაც იცხოვრე,“ - დათო ზურაბაშვილი

ფსიქიატრმა დათო ზურაბაშვილმა ასაკობრივი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ნაოჭები კანის სიბერის ერთ-ერთი მახასიათებელია და თითოეულ ნაოჭს თავისი დატვირთვა აქვს:

„ნაოჭი არის მექანიკური, კანის ​სიბერის ერთ-ერთი ნაწილი. სიბერის არა, ალბათ, უფრო გაცხიმოვნების, შეცვლის და სომატური ტრანსფორმაციის შედეგი. ყველა ნაოჭს აქვს თავისი დატვირთვა. ნაოჭი შეიძლება იყოს ის, რომელიც გამოჩნდა მუდმივი ღიმილით. შეიძლება იყოს ნაოჭი, რომელიც გამოჩნდა ცხოვრებისეული წესით, ემოციებით და ასე შემდეგ.“

​დათო ზურაბაშვილის თქმით, ცხოვრება თეატრის ნაირსახეობაა, შესაბამისად ის ადამიანს იმ სახის ნაოჭს უტოვებს, რა ტიპის ცხოვრებაც განვლო:

„თეატრში როდესაც ადამიანს ხატავენ, ყოველი სცენის წინ ხატავენ შესაბამისი ნაოჭით, რომ გვაჩვენონ, რისი გადაცემა უნდათ. ცხოვრებაც ხომ თეატრის ნაირსახეობაა. ის ტოვებს იმ ნაოჭს, რა ტიპითაც იცხოვრე. შეიძლება ეს ნაოჭი გაძლევდეს შენ სილამაზეს, იმიტომ, რომ სახე მუდმივად იცინის. შესაძლოა, ეს ნაოჭი გაძლევდეს შენ დაღლილობის შეგრძნებას.“

„რატომ უნდა გავასწორო ან ერთი, ან მეორე?! თუ დაღლილობაა, გასწორებული ნაოჭი შინაგან ​დაღლილობას არ მომიხსნის. ჩემი ქცევა არ შეიცვლება, იქნება შეუსაბამო. ბავშვის სახით მოხუცის სიარული შეიძლება?! სახე, ის ნიღაბი, რომელიც ადამიანს ცხოვრებამ, დრომ, სიტუაციამ გაუკეთა, ღირსეულად უნდა ატაროს,“ - აღნიშნულ საკითხზე დათო ზუარაბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად