ქალბატონების უმეტესობას მოვლილი და ლამაზი ფრჩხილები ძალიან მოსწონს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ფრჩხილის ლაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატივა ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებს შეიცავს. ქალბატონების უმრავლესობა ფრჩხილის მოვლას ყოველდღიური რუტინის ნაწილად მიიჩნევს. შილაკით გატაცებულ ადამიანებს ექსპერტები მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან თვლიან, რომ ლაქის აღნიშნული ნაირსახეობა ჯანმრთელობის ფარულ საფრთხეებს შეიცავს.
შილაკი თანამედროვე ქალბატონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა. ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაქის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება. სხივების ზემოქმედების გარეშე ლაქი ფრჩხილზე ვერ გამყარდება. სწორედ ულტრაიისფერი დასხივების წყალობით ინარჩუნებს შილაქი საოცარ სიმყარეს და არ ითხაპნება.
ექსპერტები ფრთხილის მოვლისას აკრილის ლაქის გამოყენებისგან თავშეკავებასაც ითხოვენ, რადგან უახლესი კვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული ლაქის შემადგენლობაში შემავალი მეთილის მეტაკრისტალი თქვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და საშიშ კანცეროგენად მიიჩნევა.
კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ექსპერტები თვლიან, რომ შილაკის შრობის პროცესი ქალბატონების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ორგანიზმზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. შილაქის შრობის პროცესში ულტრაიისფერი გამოსხივება საკმაოდ მაღალია, რაც სიმსივნის განვითარების რისკებს ზრდის.
ზოგიერთი ესთეტიკის ცენტრი, პოტენციური რისკების თავიდან აცილების მიზნით, შილაკის შრობის პროცესში სპეციალურ LED-ნათურებს იყენებს, რომელთაც ნაკლები ულტრაიისფერი გამოსხივება აქვთ. შესაბამისად, მსგავსი ნათურებით ლაქის გაშრობა შედარებით ნაკლებ საფრთხეს შეიცავს და ნაადრევი დაბერების ან სიმსივნის განვითარების რისკებთან არ ასოცირდება.
ექსპერტები ქალბატონებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დაცვას ურჩევენ. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსხივება მაქსიმალურად ლიმიტირებული დოზით უნდა მიიღოთ. თუ შილაქის გაშრობას LED-ნათურების გამოყენებით ვერ ახერხებთ, პროცედურის დაწყებამდე ხელზე მზისგან დამცავი ხელის კრემი აუცილებლად უნდა წაისვათ.
ავტორი: ია ნაროუშვილი
შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF
„როდესაც ადამიანს ემართება კოვიდი და ის არის შეუქცევადი, ქვეითდება სასუნთქი სისტემის ზედაპირი, ფილტვი თავის ფუნქციას კარგავს,“ - ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში ფილტვის დაზიანების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდს არამხოლოდ ფილტვის, არამედ ნებისმიერი ორგანოს დაზიანება შეუძლია:
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული კოვიდ-19-ის დაავადება ასოცირდებოდა მხოლოდ ფილტვების დაზიანებასთან, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ასე. მას შეუძლია ნებისმიერი ორგანო დააზიანოს, მათ შორის გულიც, თირკმელიც, ღვიძლიც, თავის ტვინიც. რა მოსდის ფილტვის ქსოვილს, როდესაც ადამიანს ემართება კოვიდ-19 და ის ზიანდება? როდესაც ადამიანს ემართება კოვიდი და ის არის შეუქცევადი, ფილტვი თავის ფუნქციას კარგავს, ქვეითდება სასუნთქი სისტემის ზედაპირი. რადგან ფილტვმა დაკარგა თავისი ფუნქცია, ადამიანებს უჭირთ სუნთქვა.“
ლევან რატინის თქმით, ფილტვის დაზიანების ხარისხი ერთიდან ოცდაოთხ ქულამდე ფასდება:
„ფილტვის დაზიანება შეიძლება იყოს ერთიდან ოცდაოთხ ქულამდე. ძალიან ბევრი გვყოლია რეანიმაციულ განყოფილებაში 24-ქულიანი პაციენტი. ისინი გამოჯანმრთელებულად და 0 ქულით გაწერილან კლინიკიდან. 24 ქულის შემთხვევაში ფილტვის ქსოვილის ზედაპირი დაზიანებულია, მასიური დაზიანებაა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ დაავადებამ უკუგანვითარება განიცადა, ხდება გაწოვა, ფილტვი თავის ფუნქციას აღიდგენს.“