Baby Bag

„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში უმადობის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„უმადობის პრობლემა განსაკუთრებით იწყება ხოლმე წლის შემდგომ. წლამდე ხშირად გვხვდება ძუძუზე მყოფ ბავშვებში. მათთვის ბუნებრივი კვება არის იდეალური საკვები, ამიტომ ძალიან იშვიათია ხოლმე, რომ ბავშვები სიამოვნებით იღებდნენ დამატებით კვებას. თავიდან მშობლებთან ერთად ინდივიდუალურად გავდივართ ამ ეტაპებს. წლამდე ასაკში კვება აუცილებლად უნდა დაიწყონ კოვზით. ძუძუს შემდგომ ბავშვი სოსკას არ იდებს. ბოთლიდან წარმოუდგენელია და იშვიათი გამონაკლისია, რომ ჭამონ. ნახევრად მყარი და მყარი საკვები ბავშვს უნდა მივაწოდოთ კოვზით. წლის შემდეგ ბავშვი უნდა ჩავრთოთ თვითონ კვების პროცესში. ეს მისთვის უნდა იყოს სახალისო და არა ძალადობრივი ან სტრესული.“

„მშობლებს ვაფრთხილებ ხოლმე რეჟიმზე. აუცილებელია ოთხჯერადი კვების მკაცრი რეჟიმი დაიცვათ. ვაიმე, დღეს საუზმე გამოტოვა და მოდი, ერთ ცალ ხაჭაპურს დავაჭერინებ ხელში, ამით იმხელა კალორიას იღებს ბავშვი, რომ შეიძლება სადილიც გამოგიტოვოთ. ამიტომ ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სახით შეიძლება შევთავაზოთ პატარას ყაბაყისგან მომზადებული კერძი

რა სახით შეიძლება შევთავაზოთ პატარას ყაბაყისგან მომზადებული კერძი

ყაბაყი ვიტამინებით სავსე ბოსტნეულია. მასში დიდი რაოდენობითაა ვიტანიმი C და კალციუმი. 

რა სახით შეიძლება შეიძლება შევთავაზოთ პატარას ყაბაყისგან მომზადებული კერძი? - ნახეთ რეცეპტი. 

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

საშუალო ზომის ყაბაყი და კარტოფილი, ზეითუნის ზეთი (1 ჩ.კ), რძე;

მომზადების წესი:

გაასუფთავეთ, დაჭერით და მოხარშეთ კარტოფილი და ყაბაყი, დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და რძე (რძე თქვენი გემოვნებით. იმდენი დაამატეთ, რა სისქის მასაც გინდათ, რომ გამოვიდეს)

აღნიშნული კერძი შეგიძლიათ 5-6 თვიდან შესთავაზოთ პატარას.

გემრიელად მიირთვით!

წაიკითხეთ სრულად