Baby Bag

„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში უმადობის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„უმადობის პრობლემა განსაკუთრებით იწყება ხოლმე წლის შემდგომ. წლამდე ხშირად გვხვდება ძუძუზე მყოფ ბავშვებში. მათთვის ბუნებრივი კვება არის იდეალური საკვები, ამიტომ ძალიან იშვიათია ხოლმე, რომ ბავშვები სიამოვნებით იღებდნენ დამატებით კვებას. თავიდან მშობლებთან ერთად ინდივიდუალურად გავდივართ ამ ეტაპებს. წლამდე ასაკში კვება აუცილებლად უნდა დაიწყონ კოვზით. ძუძუს შემდგომ ბავშვი სოსკას არ იდებს. ბოთლიდან წარმოუდგენელია და იშვიათი გამონაკლისია, რომ ჭამონ. ნახევრად მყარი და მყარი საკვები ბავშვს უნდა მივაწოდოთ კოვზით. წლის შემდეგ ბავშვი უნდა ჩავრთოთ თვითონ კვების პროცესში. ეს მისთვის უნდა იყოს სახალისო და არა ძალადობრივი ან სტრესული.“

„მშობლებს ვაფრთხილებ ხოლმე რეჟიმზე. აუცილებელია ოთხჯერადი კვების მკაცრი რეჟიმი დაიცვათ. ვაიმე, დღეს საუზმე გამოტოვა და მოდი, ერთ ცალ ხაჭაპურს დავაჭერინებ ხელში, ამით იმხელა კალორიას იღებს ბავშვი, რომ შეიძლება სადილიც გამოგიტოვოთ. ამიტომ ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს სწორი კვების უნარ-ჩვევები

რა ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს სწორი კვების უნარ-ჩვევები

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ მისმა შვილმა ჯანსაღად იკვებოს და რა ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს სწორი კვების უნარ-ჩვევები? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს გადაცემა „ექიმებში“ მოისმენთ“. 

თემაზე პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

​არ იცით როგორ შეაყვაროთ შვილს ბოსტნეული და ხილი - ქართველი დედის საოცარი მიგნება

წაიკითხეთ სრულად