სტაფილო შეიცავს A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს (კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმენა A ვიტამინად). იმისათვის, რომ კაროტინი ორგანიზმმა შეიწოვოს ის ცხიმთან ერთად უნდა მივიღოთ. მაგალითად, მოვასხათ მას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.
ასევე, აუცილებელია სტაფილოს გამოვაცალოთ ე.წ გული, რადგან სწორედ აქ გროვდება ნიტრატები. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.
აგრეთვე სასურველია, სტაფილო გამდინარე წყალში გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს მისგან ნიტრატების გამოდევნას.
სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მზია კუზნეცოვამ კონსერვების მომზადების წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასპირინის გამოყენება მიღებული არ არის:
„ასპირინი ტრადიციულად ბებიებისგან მოყოლებული ხშირად გამოიყენება სახლის პირობებში კონსერვების მომზადებისას. საწარმოო პირობებში უამრავი საკვები დანამატი არსებობს, რომელიც ასრულებს ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციას. ასპირინის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად არ არის მიღებული. ასპირინი არის ჩვეულებრივი მედიკამენტი. მას ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მედიკამენტს აქვს თავისი გვერდითი ეფექტები. ექიმის დანიშნულების გარეშე როგორც სხვა მედიკამენტების მიღება არ შეიძლება, ასპირინის შემთხვევაშიც ასეა.“
„მთავრობის დადგენილებაც გვაქვს და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაც, რომ ბავშვთა კვებაში კონსერვის გამოყენება დაუშვებელია. კონსერვის დადებითი თვისება რაც არის, არის ის, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეს სურსათზე ხანგრძლივად ადამიანს და სურსათი შევინახოთ. კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება კონსერვში, რა თქმა უნდა, გაცილებით დაბალია. როდესაც ბავშვთა კვებაზე ვსაუბრობთ, ერთმნიშვნელოვნად უნდა ჩავრთოთ ისეთი პროდუქტები, რომელსაც მაღალი კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება აქვს,“ - აღნიშნულ საკითხზე მზია კუზნეცოვამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.