სტაფილო შეიცავს A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს (კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმენა A ვიტამინად). იმისათვის, რომ კაროტინი ორგანიზმმა შეიწოვოს ის ცხიმთან ერთად უნდა მივიღოთ. მაგალითად, მოვასხათ მას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.
ასევე, აუცილებელია სტაფილოს გამოვაცალოთ ე.წ გული, რადგან სწორედ აქ გროვდება ნიტრატები. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.
აგრეთვე სასურველია, სტაფილო გამდინარე წყალში გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს მისგან ნიტრატების გამოდევნას.
პედიატრმა ქეთი ნემსაძემ მოზარდების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, ბავშვს წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაუკეთდეს:
„წელიწადში ერთხელ მოზარდ ბავშვს უნდა გაუკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, სასურველია C -რეაქტიული ცილა. ეს უნდა გაკეთდეს მიუხედავად ჩივილებისა. თუ ეს ყველაფერი ნორმაშია 37.5-მდე ტემპერატურის აწევა არ ითვლება პათოლოგიად. მნიშვნელობა აქვს ტემპერატურა იწვევს თუ არა რაიმე სიმპტომატიკას ბავშვში. მშობელმა ბავშვს მეტი სითხე უნდა მისცეს საღამოს და გაითვალისწინოს სწორ კვებასთან დაკავშირებული რჩევები.“
ქეთი ნემსაძის თქმით, მოზარდის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
„მოზარდის კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვმა უნდა მიიღოს ბევრი ესტროგენის შემცველი პროდუქტი. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია კვების პირამიდით, სადაც ბოლოში ადრე იყო პურეული, ახლა არის წყალი.“
„სითხე დედამ ბავშვს უნდა უანგარიშოს ასე: 40 მილილიტრი კილოგრამ წონაზე. ეს მან წყლის სახით უნდა დალიოს. არავითარ შემთხვევაში მოზარდებისთვის არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელი, რომელიც არის ხელოვნური კოფეინი, დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. მშობელმა უნდა გააკონტროლოს ბავშვის დღის რეჟიმი,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.