Baby Bag

სატაცური - ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით სავსე ბოსტნეული

სატაცური - ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით სავსე ბოსტნეული

სატაცური А, В1, В2, В9, РР, С, Е, ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და თუთიას შეიცავს. სატაცური ასევე შეიცავს ასპარაგინს, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირებისთვის საუკეთესო საშუალებაა. 

სატაცურისგან სხვადასხვა სახის კერძის მომზადება შეიძლება. 

დღეს სატაცურის სუპს შემოგთავაზებთ.

სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სატაცური - 500 გრამი;
  • ხახვი - 3-4 თავი;
  • კარაქი/ზეთი - 3 სუფრის კოვზი;
  • კვერცხი - 3 ცალი;
  • წყალი - 6-7 ჭიქა;
  • მწვანილი, მარილი - გემოვნებით;


მომზადების წესი:

დავარჩიოთ სატაცური, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, გავრეცხოთ, დავტეხოთ და ჩავყაროთ მდუღარე წყლიან ქვაბში.

ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ კარაქი/ზეთი, მოვშუშოთ და მოვათავსოთ სატაცურიან წვენში. ვადუღოთ; როცა სატაცური მოიხარშება დავამატოთ დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ წვენში გახსნილი სამი კარგად გათქვეფილი კვერცხი, თან სულ ვურიოთ, რომ არ აიჭრას. 

იხილეთ ასევე სატაცურის წვნიანის მომზადების მეორე ვარიანტი

შეიძლება დაინტერესდეთ

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო ნამცხვარი

​​Moms.ge გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ სამარხვო ნამცხვარს - კექსი ვაშლის წვენით. 

ნამცხვრის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

შაქარი - 1/2 ჭ;

ზეთი - 1/4 ჭ;

ნიგოზი - 1/2 ჭ;

ვაშლის წვენი - 1/2 ჭ;

ფქვილი - 1 ჭ;

სოდა - 1/3 ჩ.კ

მარილი; 

შაქრის პუდრა;

მომზადების წესი:

შაქარი, მარილი და ზეთი აურიეთ. დაამატეთ გატარებული ნიგოზი. ვაშლის წვენში ჩაამატეთ სოდა და ჩაასხით გამზადებულ მასაში. დაამატეთ ცოტ-ცოტა ფქვილი. საცხობ ჯამს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში. 

როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.


წაიკითხეთ სრულად