ინდაურის ხორცისაგან მომზადებული ბურთულები თქვენს პატარებს 11 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ.
ბურთულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ინდაურის ხორცი - 500 გრ
- წიწიბურა - 350გრ
- სტაფილო - 100 გრ
- კვერცხი - 2 ც
- ხახვი - 100 გრ
მომზადების წესი:
მოხარშეთ წიწიბურა, გაატარეთ ინდაურის ხორცი. ერთმანეთში აურიეთ წიწიბურა, ფარში, წვრილად გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი და კვერცხი. გააკეთეთ თქვენთვის სასურველი ფორმის და ზომის ბურთურები. ბურთულები შეაწყვეთ ღუმელში და გამოაცხვეთ.
გემრიელად მიირთვით.