Baby Bag

რა დადებითი თვისებები აქვს ნაყინს

რა დადებითი თვისებები აქვს ნაყინს

ზაფხულში ნაყინი სასიამოვნო საკვებია, განსაკუთრებით კი პატარებისთვის. მშობლები ხშირად ღელავენ და არ იციან მისცენ, თუ არა თავიანთ პატარებს ნაყინი. 

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ რა დადებითი თვისებები აქვს ნაყინს

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღომი როგორ არის მომზადებული, მას აქვს თავისი მომზადების ტექნიკა,“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღომი როგორ არის მომზადებული, მას აქვს თავისი მომზადების ტექნიკა,“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ღომის სწორად მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რათა ის უფრო მარტივად მოსანელებელი იყოს:

„გააჩნია, ღომი როგორ არის მომზადებული. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ღომს აქვს თავისი მომზადების ტექნიკა. ღომს უნდა დიდი ხანი ხარშვა, შემდეგ ე.წ. ჩაზელვა, რომელიც კარგა ხანს უნდა გრძელდებოდეს იმისთვის, რომ ფაფისებური მასა გახდეს. ეს ყოველივე განსაზღვრავს იმას, რომ ის მარტივად მოსანელებელია.“

ლაშა უჩავას თქმით, ღომი მარტივად მოსანელებელი არის იმ მხრივ, რომ მისი მიღების შემდეგ მალევე გვშივდება:

​ღომი მარტივად მოსანელებელია იმ კუთხით, რომ მალევე გვშივდება. ჩვენი ორგანიზმისთვის ღომი მარტივად მოსანელებელი არ არის, იმიტომ, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. ეს გარკვეულწილად ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს. აქ ზომიერებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.“

„რადიკალური გადაწყვეტილება და მკვეთრი შეზღუდვა არ შეიძლება, იმიტომ, რომ დეპრესიულობისკენ წავალთ. ულუფები უნდა შევამციროთ. ვეცადოთ, გადავიდეთ უფრო მსუბუქ საკვებზე. ეს არის რძის ნაწარმი, მოხარშული ხორცი და ბოსტნეული. უკვე გებჟალიის დროც მოვიდა. დღესასწაული კი არა, იანვარი თვესასწაულად გვაქვს ქცეული,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად