MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ- ქათამი ყაბაყითა და სტაფილოთი.
ინგრედიენტები:
- ქათმის ხორცი
- პატარა ზომის ყაბაყი
- 1 ცალი სტაფილო
- ოხრახუში
- 1 ჩ/კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
მოხარშეთ ქათმის ხორცი, პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული: სტაფილო და ყაბაყი ოხრახუშთან ერთად. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ხორცი ერთად დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით.