Baby Bag

კაკაოს სმუზი ბანანით, შვრიის ფანტელითა და თაფლით - გემრიელი საუზმე პატარებისთვის

კაკაოს სმუზი ბანანით, შვრიის ფანტელითა და თაფლით -  გემრიელი საუზმე პატარებისთვის

​პედიატრი თამარ ობგაიძე პატარებისთვის გემრიელი და მატონიზირებელი საუზმის რეცეპტს აქვეყნებს. კაკაოს სმუზი ბანანით, შვრიის ფანტელითა და თაფლით ბავშვებს 2 წლიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ (რა თქმა უნდა, ალერგიის არქონის შემთხვევაში).

სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ (გათვლილია 2-3 პორციაზე -100-150 მლ თითოეული):

1 ბანანი
300 მლ რძე
1 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება:

გახსენით კაკაოს ფხვნილი ცოტა თბილ რძეში და ნელ-ნელა შეურიეთ ქვაბში ცხელ რძეს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი და ადუღეთ 3-4 წუთს. ურიეთ, რომ კაკაო და შვრიის ფანტელი თანაბრად განაწილდეს. შეგრილებული, თბილი მასა ბლენდერში ადღვიბეთ ბანანთან და თაფლთან ერთად.

იხილეთ ასევე:

​კაკაო თქვენს პატარას კარგი განწყობით დამხუტავს საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ

შეიძლება დაინტერესდეთ

„ალუჩა ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ახასიათებს დამამშვიდებელი ეფექტი,“- ლევან რატიანის რეკომენდაცია

„ალუჩა ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ახასიათებს დამამშვიდებელი ეფექტი,“- ლევან რატიანის რეკომენდაცია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა ალუჩის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრეს:

„ალუჩა მაისის თვეს განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის ბევრი ადამიანისთვის. ის სავსეა ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით. ის შეიცავს კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს. ის საოცრებაა. ამიტომაც აქვს ასეთი გემო. ალუჩა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. განსაკუთრებით ცილების შემცველ პროდუქტებს ვინც მიირთმევს, მის მონელებაში უწყობს ხელს.

ალუჩა განსხვავებით სხვა ხილისგან, დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ კალიუმის შესავსებად. ალუჩა ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ის იწყებს განწყობის შეცვლას, ახასიათებს დამამშვიდებელი ეფექტი. ის ძალიან კარგად მოქმედებს ღვიძლის დაავადებებისა და თირკმლის დაავადებების გარკვეულ ჯგუფზე, იმიტომ, რომ აუმჯობესებს მეტაბოლიზს.

ალუჩა იდეალურია ყაბზობის დროს. ის იდეალურია იმ პაცინეტებისთვის, ვისაც აქვს ყაბზობა. ვისაც  მომატებული აქვს მჟავიანობა ან აწუხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პათოლოგიები, ასეთმა პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ამ ხილის მირთმევას. ალუჩა დაბერების საწინააღმდეგო ხილთა ნუსხაშია გაერთიანებული.“

წყარო:​ „ექიმები“

წაიკითხეთ სრულად