Baby Bag

კაკაოს სმუზი ბანანით, შვრიის ფანტელითა და თაფლით - გემრიელი საუზმე პატარებისთვის

კაკაოს სმუზი ბანანით, შვრიის ფანტელითა და თაფლით -  გემრიელი საუზმე პატარებისთვის

​პედიატრი თამარ ობგაიძე პატარებისთვის გემრიელი და მატონიზირებელი საუზმის რეცეპტს აქვეყნებს. კაკაოს სმუზი ბანანით, შვრიის ფანტელითა და თაფლით ბავშვებს 2 წლიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ (რა თქმა უნდა, ალერგიის არქონის შემთხვევაში).

სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ (გათვლილია 2-3 პორციაზე -100-150 მლ თითოეული):

1 ბანანი
300 მლ რძე
1 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება:

გახსენით კაკაოს ფხვნილი ცოტა თბილ რძეში და ნელ-ნელა შეურიეთ ქვაბში ცხელ რძეს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი და ადუღეთ 3-4 წუთს. ურიეთ, რომ კაკაო და შვრიის ფანტელი თანაბრად განაწილდეს. შეგრილებული, თბილი მასა ბლენდერში ადღვიბეთ ბანანთან და თაფლთან ერთად.

იხილეთ ასევე:

​კაკაო თქვენს პატარას კარგი განწყობით დამხუტავს საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად