Baby Bag

უმარტივესი და უგემრიელესი კრემ-სუპის რეცეპტი „მასტერშეფის“ გამარჯვებულისგან

უმარტივესი და უგემრიელესი კრემ-სუპის რეცეპტი „მასტერშეფის“ გამარჯვებულისგან

თუ სააღდგომო სუფრისგან ორგანიზმის განტვირთვა გსურთ, მაშინ გოგრის სასარგებლო კრემ-სუპის მომზადებას გირჩევთ შებოლილი სულუგუნით. ამ ვიდეოში 2020 წლის საქართველოს „მასტერშეფის“ გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გოგრის კრემ-სუპის უმარტივეს და უგემრიელეს რეცეპტს გვთავაზობს.

საჭირო მასალა:

  • გოგრა
  • შებოლილი სულუგუნი
  • არაჟანი
  • ხახვი
  • ნიორი
  • სომხური ლავაში
  • სუნელები

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დე​დების ჯგუფი“

კვერცხი, შაქარი, კარაქი, გამაფხვიერებელი... - ინგრედიენტები, რომლისგანაც პასკა საუცხოო გამ...
მასტერშეფის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე პასკის რეცეპტს გვთავაზობს. პასკის რეცეპტი (3 პასკაზე)3 კვერცხი450 შაქარი150 გრამი კარაქი3 ს/კ საფუარი5 გრამი გამაფხვიერებელივანილისუნელები (მიხაკი, ილი, მუ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყოველ წელს ამ არაჩვეულებრივი რეცეპტით ვაკეთებ პასკებს და ძალიან გემრიელი გამოდის...“

„ყოველ წელს ამ არაჩვეულებრივი რეცეპტით ვაკეთებ პასკებს და ძალიან გემრიელი გამოდის...“

​სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა კოსტავა პასკის რეცეპტს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს. 

გთავაზობთ ანა კოსტავას პოსტს უცვლელად:

„მეგობრებო, ბევრმა მთხოვეთ პასკის რეცეპტი და ვდებ ხელახლა. 

ეს არის ჩემი მეგობრის, თამრიკო კიკაბიძის ცნობილი რეცეპტი.

ყოველ წელს ამ არაჩვეულებრივი რეცეპტით ვაკეთებ პასკებს და ძალიან გემრიელი გამოდის.“

პასკა

10 კვერცხი

1.200 შაქარი

3 კგ. ფქვილი

მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი

1 ლიტრი რძე

250 გრამი მარგარინი

250 გრამი კარაქი

1 ჭიქა ზეთი

300 გრამი შავი ქიშმიში, ცუკატები სურვილის მიხედვით

ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი,1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს

მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი, მარგარინი, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი.

ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ (ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.

ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე.
გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.

ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერციანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.

ცომს ამოსასვლელად სჭირდება 6 საათი.

ღამით მოზილეთ შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის, ღამე ჩაზილვა არ ჭირდება.

დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები,1 ცალი ლიმონის ცედრა, ვანილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, მწიკვი დარიჩინი და მიხაკი, ვისაც არ გიყვართ დარიჩინის გემო, არ დაუმატოთ.
აიღებთ ფორმებს, ჩაუფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი.

ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე. ცხობისას 2-ჯერ იზრდება.

ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი.შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე.

1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ.როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ, მე მინანქარს ვასხამ, ისე უყველაფროდ მომწონს.

ყველაზე მთავარია, ცომის მოზელის დროს უნდა იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ ცომს.
წარმატებებს გისურვებთ!

ამ რეცეპტით პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა, არაფუმფულა.

2 ულუფას ერთად ნუ მოამზადებთ.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


წაიკითხეთ სრულად