MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად პროექტ „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.
ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ყაბაყის პიურე, რომელიც 6 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.
ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ყაბაყი
რძე
ზეითუნის ზეთი - 5 მლ.
მისი მომზადების წესი კი ასეთია:
გარეცხილი და გათლილი ყაბაყი დაჭერით და მოათავსეთ ადუღებულ წყალში. მოხარშეთ დაახლოებით 7-10 წუთი. ვიტამინების შესანარჩუნებლად უმჯობესია, თუ ორთქლზე მოხარშავთ. თუ ჩვეულებრივ წყალში ხარშავს გადაწყვეტთ, სჯობს, დაჭრილი ყაბაყი ადუღებულ წყალში ჩაყაროთ ისე, რომ დაიფაროს. ამ გზით ვიტამინებს დაშლისაგან გადარჩენთ.მოხარშულ ყაბაყს დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაამატეთ 5 მლ. ზეითუნის ზეთი და პიურეც მზადაა!
გააზიარეთ პოსტი
შემდეგი ვიდეოსახელმძღვანელოს ხილვა ისევ MomsEdu.ge-ზე შეგეძლებათ, პედიატრი და მასტერშეფი მორიგ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს პარასკევს შემოგთავაზებენ. რამდენად კმაყოფილები დარჩებიან თქვენი პატარები, კომენტარებში გაგვიზიარეთ