Baby Bag

თუ თქვენი შვილი ფაფაზე უარს ამბობს, ბურღულეული მაჭკატებისა და დესერტის სახით შესთავაზეთ - ამაზე უარს ნამდვილად ვერ იტყვის

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად ახალი პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-11 ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა ორი კერძი მოამზადეს - მაჭკატები და დესერტი, რომლებიც 1 წლიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მილინ პარასის 1928-ის ოთხი მარცვლის ფანტელი (ხორბალი, შვრია, ჭვავი, ქერი) - 2 ჩ.ჭ.
  • საფანელი
  • წყალი
  • ქინძი
  • კამა
  • ხახვი - ნახევარი
  • ნიორი - ერთი კბილი
  • სტაფილო - მესამედი

მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ბოსტნეული, ჩაყარეთ ჩოფერში, დაამატეთ მილინ პარასის 1928-ის ოთხი მარცვლის ფანტელი, დაასხით წყალი და დააჩოფერეთ. უნდა მიიღოთ მყარი მასა, რომ შეიკრას მაჭკატები. შემდეგ ამოავლეთ საფანელში და შეწვით ტაფაზე მცირე რაოდენობის ზეთში. 

დღეს გთავაზობთ მეორე რეცეპტსაც, რომელიც თქვენი პატარების საყვარელი დესერტი გახდება. 

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მილინ პარასის 1928-ის შვრიის ფანტელს+ქატო - 1 ჭიქა
  • ვაშლი - 2 ცალი 
  • ბანანი - 1 ცალი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კარაქი - 50 გრ.

მომზადების წესი კი ასეთია:

დაფქვით (ჩოფერის გამოყენებით) შვრიის და ქატოს ფანტელი, რომ მიიღოთ ფქვილის მასა. ათქვიფეთ ორი ცალი კვერცხი და დაამატეთ ბანანი. ცალკე დაჭერით ვაშლი, მოათავსეთ გამოსაცხობ ჯამზე. პატარებად დაანაწევრეთ 50 გრ. კარაქი და გადაანაწილეთ ვაშლზე. ათქვეფილ კვერცხსა და ბანანს დაამატეთ შვრიისა და ქატოს ფანტელის ფქვილი. უნდა მიიღოთ საშუალოდ თხელი მასა. მიღებული ცომი მოასხით ჯამზე გამზადებულ, დაჭრილ ვაშლს, ისე, რომ დაიფაროს. გაახურეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე, აცხვეთ დაახლოებით ნახევარი საათი და დესერტიც მზადაა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

რატომ არის შვრია სასარგებლო და რომელი ფორმით სჯობს მისი მიღება ბავშვისათვის
რატომ არის შვრია სასარგებლო და რომელი ფორმით სჯობს მისი მიღება ბავშვისათვის, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობაგიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამსშვრია მარცვლოვანი კულტურაა კეთილხმოვანი ლათინური დასახელებით...

შეიძლება დაინტერესდეთ

განსხვავებული და ნოყიერი სადილი პატარებისთვის - ქათმის ხორცი კუსკუსით

განსხვავებული და ნოყიერი სადილი პატარებისთვის - ქათმის ხორცი კუსკუსით

დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 33-ე ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა ქათამი კუსკუსით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • ,​,ბიუ-ბიუს'' ქათმის ფილე - 50 გრ.
  • კუსკუსი - 100 გრ.
  • სტაფილო - 50 გრ.
  • ყაბაყი - 50 გრ.
  • ხახვი - 1 ნაჭერი (5-7 გრ)
  • ოხრახუში
  • დედის რძე ან ხელოვნური ნარევი
  • ზეითუნის ზეთი - 4-5 მლ.

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

წაიკითხეთ სრულად