Baby Bag

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
  • გოგრა - 150 გრ. 
  • კარტოფილი - 1ც. 
  • სტაფილო - 1ც.

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა. 


შეიძლება დაინტერესდეთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით მიართმევთ ბავშვებს კერძს - პატარების ,,შუბა'' პედიატრის რეცეპტით

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით მიართმევთ ბავშვებს კერძს - პატარების ,,შუბა'' პედიატრის რეცეპტით

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა საბავშვო შუბა, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • ყაბაყი
  • კარტოფილი
  • სტაფილო
  • ისპანახი ან ჭარხალი (8 თვემდე არ გამოიყენოთ)
  • ,,პლასმონის'' ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

R. 

წაიკითხეთ სრულად