Baby Bag

„ავოკადოს დასამწიფებლად მაცივარში შენახვა არ შეიძლება“ - უმარტივესად მოსამზადებელი სადილი ავოკადოსა და ყაბაყისგან

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ საინტერესო ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს ავოკადოსა და ყაბაყის პიურე, რომელიც 6 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მწიფე ავოკადო (ნახევარი)
  • ყაბაყი (ნახევარი)

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ყაბაყი და მოხარშეთ 7 წუთის განმავლობაში. მოხარშული ყაბაყი და კანგაცლილი ავოკადო დააბლენდერეთ და დაამატეთ ზეითუნის ზეთი. კერძი მზადაა. 

☝️დაიმახსოვრეთ ავოკადოს დასამწიფებლად მაცივარში შენახვა არ შეიძლება. თუ ავოკადო მაგარია, ის ოთახის ტემპერატურაზე უნდა დაამწიფოთ🥑

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცე​პტები

შეიძლება დაინტერესდეთ

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი სადილი პატარებისთვის - პასტა ორაგულითა და ყაბაყით

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა პასტა ყაბაყითა და ორაგულით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • პასტა
  • ყაბაყი
  • ორაგული ან კალმახი
  • ყველი (უმარილო)
  • „პლასმო​ნის“ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

R. 

წაიკითხეთ სრულად