Baby Bag

კარტოფილის გაუთლელად მიღება უკეთესია, რადგან კანი მდიდარია მიკროელემენტებით

კარტოფილის გაუთლელად მიღება უკეთესია, რადგან კანი მდიდარია მიკროელემენტებით

ექიმი ზაზა თელია კარტოფილის სასარგებლო თვისებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი მიღება კანთან ერთად უკეთესია:

,,სხვა მრავალ სასარგებლო თვისებებთან ერთად - კარტოფილი მდიდარია კალიუმით, უფრო მეტად, ვიდრე ბანანი ან სხვა ხილი ან ბოსტნეული.

უკეთესია კარტოფილის მიღება კანთან ერთად და არა გათლილი. კანი მდიდარია მიკროელემენტებით.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მომზადებამდე მისი კარგად გარეცხვა,'' - აღნიშნავს ექიმი ზაზა თელია. 



შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად