Baby Bag

,,მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა ,,ძლიერი შეწვა"

,,მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა ,,ძლიერი შეწვა"
ზეითუნის ზეთზე ექიმი ზაზა თელია საუბრობს.​ MomsEdu.ge მის ნათქვამს უცვლელად გთავაზობთ

,,ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.

ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.

არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს.

ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.

ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა ,,ძლიერი შეწვა".

და ბოლოს - ბევრი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ბოლო კვლევებით კი დადგინდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.

ასე რომ გამოიყენეთ საუკეთესო ზეთი - ზეითუნის,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

წყარო: ​1 , ​2 , ​3

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ მიიღოთ Omega-3 ცხიმოვანი მჟავები დღეში 3 გრამზე მეტი'' - რისთვის არის კარგი ​Omega-3 ცხიმოვანი მჟავები?

,,არ მიიღოთ Omega-3 ცხიმოვანი მჟავები დღეში 3 გრამზე მეტი'' - რისთვის არის კარგი ​Omega-3 ცხიმოვანი მჟავები?

Omega-3 ცხიმოვანი მჟავები/თევზის ქონი - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

მისი თქმით, Omega-3-ის მიღების დროს აუცილებელია დოზების დაცვა: 

,,არ მიიღოთ Omega-3 ცხიმოვანი მჟავები დღეში 3 გრამზე მეტი,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

ნახეთ ვიდეო ☝️ და გაიგეთ რისთვის არის კარგი Omega-3 ცხიმოვანი მჟავები. 

წაიკითხეთ სრულად