„ლიბე“ ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს პატარებზე, მუდმივად ცდილობს მათ გახალისებას და იმას, რომ ორცხობილების მირთმევა ერთდროულად სასარგებლო, სასიამოვნო და სახალისოც იყოს.
მიმდინარე თვიდან მომხმარებლები „ლიბეს“ კოლოფების შიდა მხარეს გასაფერადებელ ნახატებსაც აღმოაჩენენ. ნახატების გაფერადება ხელს უწყობს ბავშვებში დადებითი ემოციების დაგროვებას, მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას და ფერების უკეთ აღქმას.
„ლიბეს“ შეფუთვებში შეხვდებით რამდენიმე ქართული ზღაპრისა და მულტფილის გმირებს, ასევე დისნეის ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს.
ამასთან, „ლიბეს“ კოლოფები სახალისოსთან ერთად, უფრო მარტივად გასახსნელი და პრაქტიკულიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ორცხობილების საწარმო „ლიბე“ 2017 წლიდან ზრუნავს მაღალი ხარისხის, გემრიელი ორცხობილების წარმოებაზე. გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნილმა საწარმოო სტანდარტმა და რეცეპტურამ ამ მცირე დროში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ მომხმარებლებში.
„დარიჩინს სუპერ სანელებელს უწოდებენ, რადგან ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თავისი სასარგებლო თვისებებით,“- ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა პასკაში შემავალი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:
„დარიჩინის ჩხირი მიიღება დარიჩინის ხისგან. შემდეგ ამ ჩხირს ფქვავენ და წარმოიქმნება დარიჩინის ფქვილი. დარიჩინის ფქვილი გამოიყენება საკვებ პროდუქტებში როგორც სანელებელი. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტები. სწორედ ანტიოქსიდანტური თვისების გამო ის მონელების პროცესს უწყობს ხელს. ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თავისი სასარგებლო თვისებებით. ამიტომაც უწოდებენ მას სუპერ სანელებელს.
მუსკატის კაკალი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს. მუსკატს ახასიათებს ანტისპაზმური, ანტიდეპრესიული და შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ძველ ინდოეთში ვისაც ჰქონდა უძილობა და შფოთვა, მუსკატის ფხვნილს მოუფრქვევდნენ ხოლმე ბალიშზე.
ქიშმიში შეიცავს მიკროელემენტებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას, B ჯგუფის ვიტამინებსა და E ვიტამინს,“- აღნიშნულ თემაზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.