„ლიბე“ ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს პატარებზე, მუდმივად ცდილობს მათ გახალისებას და იმას, რომ ორცხობილების მირთმევა ერთდროულად სასარგებლო, სასიამოვნო და სახალისოც იყოს.
მიმდინარე თვიდან მომხმარებლები „ლიბეს“ კოლოფების შიდა მხარეს გასაფერადებელ ნახატებსაც აღმოაჩენენ. ნახატების გაფერადება ხელს უწყობს ბავშვებში დადებითი ემოციების დაგროვებას, მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას და ფერების უკეთ აღქმას.
„ლიბეს“ შეფუთვებში შეხვდებით რამდენიმე ქართული ზღაპრისა და მულტფილის გმირებს, ასევე დისნეის ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს.
ამასთან, „ლიბეს“ კოლოფები სახალისოსთან ერთად, უფრო მარტივად გასახსნელი და პრაქტიკულიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ორცხობილების საწარმო „ლიბე“ 2017 წლიდან ზრუნავს მაღალი ხარისხის, გემრიელი ორცხობილების წარმოებაზე. გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნილმა საწარმოო სტანდარტმა და რეცეპტურამ ამ მცირე დროში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ მომხმარებლებში.
იმუნიტეტის გასაძლიერებელი მარტივი რეცეპტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს - ექიმ ზურაბ ვარაზის რჩევები
ექიმმა ზურაბ ვარაზმა იმუნიტეტის შესანარჩუნებელ და გასაძლიერებელ ბუნებრივ მეთოდებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ჯანსაღი კვების მნიშვნელობას:
„ვიკვებოთ ჯანმრთელი საკვებით, ვიკვებოთ სეზონურად, ჩვენს სამშობლოში მოპოვებული საკვებით. როდესაც ხილი ჩამოტანილი არის ტროპიკული ქვეყნიდან და ექვსი თვე იმას არაფერი არ მოსდის, ის იმდენად არის დაბალზამებული, რომ ნივთიერებები, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მასში ძალიან დაქვეითებულია. საქართველოში არის მთელი ზამთრის განმავლობაში რაღაც ხილი და ბოსტნეული. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი რეცეპტები. ჩირს აკეთებდნენ, ტყლაპს აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ეს არის გამომშრალი ხილი, რომელიც ინარჩუნებს ვიტამინებს.“
ზურაბ ვარაზმა წინაპრების მიერ შემონახული საინტერესო რეცეპტიც გაგვაცნო, რომელიც იმუნიტეტის დაქვეითებისგან გვიცავს:
„არის ერთი მარტივი რეცეპტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. არის გარგარის ჩირი, რომელსაც კურაგად ეძახიან, იყიდება 300 გრამი. ასევე ქიშმიში 300 გრამი და ნიგოზი 300 გრამი. ეს 300-300 გრამი უნდა გაატაროთ ხორსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ ნახევარი კილოგრამი თაფლი. ინახება დიდხანს, არაფერი არ მოსდის. ერთი სუფრის კოვზი უნდა მიიღოთ დღეში ჩაისთან ერთად, როგორც დესერტი.“
„მიირთვით ნიგოზი 2-3 ლებანი, თხილი, დალიეთ ნიგვზის უღელისგან დამზადებული ნაყენი. ნიგვზის უღელი კაკალს რომ გატეხავთ, შიგნით ფირფიტებივით არის. ეს ფირფიტები იყრება ბოთლში, ვასხამთ არაყს ან სპირტს. ორი კვირის მერე მას ფერი ეცვლება და კონიაკივით არის. ეს უკვე იმუნიტეტის წამალია. ასევე კარგია კაკლის ფოთლის ნახარში. შეგიძლიათ ფოთლები უმზეურად გამოაშროთ, გააკეთოთ მისი ფხვნილი და შეინახოთ, დააყენოთ როგორც ჩაი და დღის განმავლობაში დალიოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ ვარაზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.