Baby Bag

სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარები

სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლებს სთავაზობს სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარების სახელმძღვანელოს.

სახელმძღვანელო I-V კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. 

იხილეთ მასწავლებლის წიგნის ელექტრონული ვერსია ბმულზე - ​სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარები.

სახელმძღვანელოს გადმოწერა შესაძლებელია ​​აქ.​ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

ბევრი ქალისთვის ჭურჭლის რეცხვა ნაკლებად სასურველ, რუტინულ სამუშაოსთან ასოცირდება, რომლის შესრულების გარეშეც, თავს მშვენივრად იგრძნობდნენ. თუმცა სინამდვილეში, ​ჭურჭლის რეცხვა ერთგვარი განტვირთვა ყოფილა.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ჭურჭლის რეცხვა სტრესის გადალახვაში გვეხმარება. ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, სტრესის დონე მნიშვნელოვნად დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც ჭურჭელს არა უაზროდ და საჩქაროდ, არამედ მზრუნველობით რეცხავენ. ეს ერთგვარი ხრიკია, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენზე. სარეცხი საშუალების სასიამოვნო სუნი და თბილი წყალი კი უზრუნველყოფს მოსვენებას და აუმჯობებს ფსიქიკურ მდგომარეობას. ყოველივე ეს განაპირობებს ხანგრძლივ პოზიტურ განწყობას.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ჭურჭლის რეცხვისგან სიამოვნებას მხოლოდ მაშინ იღებთ, როდესაც რეცხვის პროცესში იმ საქმეზე ფიქრობთ, რასაც აკეთებთ. კვლევის ავტორების თქმით, ჭურჭლის გააზრებული რეცხვა არა მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს გვანიჭებს, არამედ თრგუნავს ნეგატივს, რაც დიდხანს ნარჩუნდება.

კვლევით დასტურდება, რომ ჭურჭლის რეცხვა 27%-ით ამცირებს სტრესს. ამასთანავე, 25%-ით იზრდება ფსიქიკური მდგომარეობის ხარისხი. ორივე ცვლილება ხელს უწყობს სიამოვნების მიღებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ჭურჭლის რეცხვისას სხვა რამეზე არ ფიქრობს. ხოლო, როცა ადამიანი სხვა თემებზე ფიქრითაა გატაცებული, ჭურჭლის რეცხვა შემაწუხებელი და დამღლელი პროცესია.

ამდენად, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი დამოკიდებულებაა, რადგან იგი სრულებით ცვლის ზოგად სურათს. ჭურჭლის რეცხვა - უსიამოვნო რუტინული სამუშაო თუ სარელაქსაციო საშუალება? არჩევანი თქვენზეა.

მომზადებულია moms.com-ის მიხედვით

ავტორი: მარიამ კვეტენაძე 

წაიკითხეთ სრულად