Baby Bag

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებელთა გამოცდისთვის - Naec-ის პასუხი

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებელთა გამოცდისთვის - Naec-ის პასუხი

„მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია მაისის თვეში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება“, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მასწავლებელთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელს შედარებით გვიან იწყება. თარიღის გადაწევის მიზეზად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეები დაასახელა:

„მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაციის გადაწევის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი სქემაში ცვლილებებს გეგმავს. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს,“ - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩვენი მასწავლებლები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ'' - მიხეილ ჩხენკელი

,,ჩვენი მასწავლებლები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ'' - მიხეილ ჩხენკელი

,,ჩვენი მასწავლებლები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ,“ - ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დროს განაცხადა. 

„დისტანციური სწავლების დანერგვით მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სემესტრი შედგა. ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, პროფესორებს იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. მთელს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები, პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. დიდი რუდუნება, შრომა, ენთუზიაზმი წარმოადგენდა მათი მხრიდან დიდ გმირობას, რადგან ფაქტობრივად ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში და ეს მათი დამსახურებაა,“ - აღნიშნა განათლების მინისტრმა. 

წაიკითხეთ სრულად