Baby Bag

„პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა მოსაგვარებელია...“

„პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა მოსაგვარებელია...“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. გთავაზობთ მინისტრის ერთ-ერთ განცხადებას სიტყვა-სიტყვით:

„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება. ეს რაც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა. ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – მიხეილ ბატიაშვილი. 

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება სააპელაციო განაცხადების მიღებას, როგორც ცენტრში აცხადებენ, შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.


წაიკითხეთ სრულად