როდის დასრულდება სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი? - სამინისტროს პასუხი
საჯარო სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს სრულდება. პანდემიის პირობებში შევიდა თუ არა ცვლილება სასწავლო წლის დასრულების თარიღებთან დაკავშირებით? - აღნიშნულ კითხვას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უპასუხეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პანდემიის პირობებში სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა:
„არანაირი ცვლილება სწავლის დასრულების თარიღებთან დაკავშირებით არ არის. როგორც აქამდე, პირველკლასელები სწავლას მაისის თვეში, 27 მაისს დაასრულებენ, ხოლო სხვა კლასის მოსწავლეებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.