Baby Bag

„მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის“ მი­ხედ­ვით, წელიწადში რამდენჯერ ჩატარდება მასწავლებელთა გა­მოც­დე­ბი

„მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის“ მი­ხედ­ვით, წელიწადში რამდენჯერ ჩატარდება მასწავლებელთა გა­მოც­დე­ბი

„მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის“ მი­ხედ­ვით წელიწადში რამდენჯერ ჩატარდება მასწავლებელთა გა­მოც­დე­ბი და ექ­ნე­ბა თუ არა კავ­ში­რი მის პროგ­რა­მებ­სა და ტეს­ტებს ძველ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მებ­თან? - აღნიშნულ კითხვაზე ​„ახალ განათლებას“ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა. გთავაზობთ მის პასუხს სიტყვა-სიტყვით:

ამ ეტაპ­ზე, ვფიქ­რობთ, გა­მოც­დე­ბი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჩა­ვა­ტა­როთ, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მებს, მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვაა და ჩვენც ვე­თან­ხმე­ბით ამ მოთხოვ­ნას, რომ გა­მოც­და, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში, იყოს პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი — პრაქ­ტი­კუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის შემ­ც­ვე­ლი. მა­გა­ლი­თად, STEM-ის საგ­ნებ­ში ვფიქ­რობთ, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცდე­ბიც კი ჩა­ვა­ტა­რე­ბი­ნოთ პე­და­გო­გებს, იქ­ნე­ბა ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი თუ რე­ა­ლუ­რი. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გვინ­და პრაქ­ტი­კუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნა, რომ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბი­სას, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, მარ­თ­ლა იმ­სა­ხუ­რებს თუ არა ის ამ წო­დე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტი კარ­გად ისეთ­მა ადა­მი­ან­მაც ჩა­ა­ბა­როს, რო­მე­ლიც საკ­ლა­სო ოთახ­ში არა­ე­ფექ­ტუ­რია. ამი­ტომ შე­ვეც­დე­ბით, მი­სი პრაქ­ტი­კაც ვნა­ხოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად ახალ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მას შევ­თა­ვა­ზებთ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს გავ­ზო­მოთ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მას­წავ­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კა­ში.“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შემთხვევაში დაიწყება 15 სექტემბერს სწავლა? - ამირან გამყრელიძის პასუხი

რა შემთხვევაში დაიწყება 15 სექტემბერს სწავლა? - ამირან გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბერს სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება:

„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად