რეგისტრირებულმა აპლიკანტმა, რომელსაც სურს რეგისტრაციის გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (თბილისი, ე. მინდელის N9) განცხადებით უნდა მიმართოს.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 24 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. დამატებითი ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე (ვადა და დადგენილი ფორმა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
- თუ სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.