Baby Bag

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები

შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ უპასუხა. მისი განმარტებით, განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ არის შესული:

„პროგრამები ჩვენს ვებგვერდზე დევს. განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ გვაქვს. რაც შეეხება ბარიერს, ეს არის მინიმალური კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებელს შეუძლია დააგროვოს 1, 4 ან 7 კრედიტი ისევე, როგორც ადრე იყო. მასწავლებლებს უწევთ ორი ტესტის ჩაბარება - უნარების და საგნობრივის. პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ ერთიც ჩააბარონ და მეორეც, მაგრამ პროფესიაში შემომსვლელები აბარებენ მხოლოდ საგნობრივ გამოცდას,“ - დასძინა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აი ამას ნერგავს დღეს განათლების სისტემა'' - მინისტრის მოადგილე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადაცემაში ,,რა დროს ძილია'' ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ესგ-ს მიხედვით ბავშვმა არ უნდა დაიზუთხოს სასწავლო მასალა:

„ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებდით, ეს არ გვქონდა გააზრებული. განათლების სისტემა ახორციელებს რეფორმას და ეს რეფორმა არის სწორედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რაზეც დგას ზოგადი განათლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა იმას ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად