Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - მათემატიკა (VII-XII), ფიზიკა, ქიმია, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - მათემატიკა (VII-XII), ფიზიკა, ქიმია, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​გთავაზობთ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებულ ტესტებს (მათემატიკა (VII-XII), ფიზიკა, ქიმია, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება).

ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად.

იხილეთ ტესტები:















წაიკითხეთ სრულად