Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„აგვისტოში 74 წლის ვხდები და ვფიქრობ, დრო მოვიდა, პროფესია დავტოვო“ - მასწავლებლი, რომელიც 33 წელია მათემატიკას ასწავლის

„აგვისტოში 74 წლის ვხდები და ვფიქრობ, დრო მოვიდა, პროფესია დავტოვო“ - მასწავლებლი, რომელიც 33 წელია მათემატიკას ასწავლის

ციური გაგნიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში 33 წელია მათემატიკას ასწავლის, მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული ადამიანის ცხოვრებაში. აგვისტოში 74 წლის ვხდები და ვფიქრობ, დრო მოვიდა პროფესია დავტოვო.

მივესალმები სამინისტროს გადაწყვეტილებას საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს დაწესებასთან დაკავშირებით. ამით წახალისდება ახალგაზრდების ნაკადის შემოდინება სისტემაში, რაც თავისთავად ახალ ხედვებსა და მიდგომებს გულისხმობს.

ჩვენი სკოლიდან ოთხი პედაგოგი გადის სისტემიდან, ყველას ძალიან გაგვიხარდა, რომ ასე დაგვაფასეს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის პიროვნულად ჩამოყალიბება და ცოდნის მიცემაა, რაშიც მშობლებთან ერთად დიდ როლს ვთამაშობთ. შესაბამისად, სევდიანია ამ გარემოსა და კარგი კოლექტივის დატოვება, თუმცა ხშირად მოვინახულებ მათ.“

წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წაიკითხეთ სრულად