Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ოფიციალური დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე

რამდენი ოფიციალური დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე

რამდენიმე დღეში სკოლებში სააღდგომო დასვენების დღეები დაიწყება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს) დაისვენებენ.

გარდა ამისა, ოფიციალური უქმე დღეებია:

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

თუმცა წელს ბოლო ორი დღესასწაული კვირას ემთხვევა.                   

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 ივნისს სრულდება. პირველკლასელები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კი სწავლას მაისის თვეში ასრულებენ - პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები - 20 მაისს.

წაიკითხეთ სრულად