Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალი წლის ღამეს სუფრაზე ნუ დადებთ საქონლის ხორცს,“ - ასტროლოგი ქეთი ვაწაძე გვირჩევს, როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს

„ახალი წლის ღამეს სუფრაზე ნუ დადებთ საქონლის ხორცს,“ - ასტროლოგი ქეთი ვაწაძე გვირჩევს, როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს

ასტროლოგმა ქეთი ვაწაძემ საინტერესო რჩევები მოგვცა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ვეფხვის წელს:

„საახალწლო მზადება ყოველ წელს იწყება იმით, რომ თუ გვაქვს რაიმე ვალი, ნაწილი მაინც გავისტუმროთ. შეპირებები თუ გვაქვს მიცემული ვიღაცისთვის, ავასრულოთ. ქართველი ქალები საახალწლოდ სახლს კაპიტალურად ტყუილად არ ალაგებენ. იქ სადაც გაბზარული, გატეხილი ნივთები, სიბინძურე და ქაოსია, ასეთ სახლში ენერგეტიკაც შესაბამისია. როდესაც დაალაგებ, დააწკრიალებ სახლს, მსუბუქად სუნთქავ და ცხოვრების რაღაც ნაწილი ლაგდება.“

ქეთი ვაწაძის თქმით, ახალ წელს სუფრაზე საქონლის ხორცი არ უნდა გვედოს:

„რა უნდა გვედოს ახალ წელს მაგიდაზე? ხორცი უნდა იყოს, მაგრამ პატარა გამონაკლისით. ახალი წლის ღამეს ნუ დავახვედრებთ საქონლის ხორცს. აღმოსავლეთში არის ლეგენდა, რომ ხარმა გამოიწვია ვეფხვი ორთაბრძოლაში და დაამარცხა, რითიც დაამცირა. ეს ორი ნიშანი დიდად არ მეგობრობს ერთმანეთთან. 31-ში ღამით სუფრაზე ნუ გედება საქონლის ხორცი. ვეფხვს უყვარს მწვანილეული. აუცილებელია წყლით სავსე ფიალა.“

„ვეფხვის პრინტიანი ტანსაცმლით 31 დეკემბერს, პირველ და 4 თებერვალს არ შევხვდეთ. შეიმოსეთ ჩვეულებრივ ფერებში. ფერებს რაც შეეხება,  კარგია, თუ იქნება ქვიშისფერი, ოქროსფერი, მწვანე,“ - განაცხადა ქეთი ვაწაძემ.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

წაიკითხეთ სრულად