Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„საკუთარი გადაწყვეტილებით 8 თვის განმავლობაში ვსვამდი სტაფილოს წვენს და კიბოსგან განვიკურნე,“- ყოფილი ონკოპაციენტი საკუთარი გამოცდილების შესახებ

„საკუთარი გადაწყვეტილებით 8 თვის განმავლობაში ვსვამდი სტაფილოს წვენს და კიბოსგან განვიკურნე,“- ყოფილი ონკოპაციენტი საკუთარი გამოცდილების შესახებ

მწერალმა და ყოფილმა ონკოპაციენტმა ენ ქემერონმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ კიბოსგან განკურნების გამოცდილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმსივნის დამარცხებაში მას სტაფილოს წვენი დაეხმარა:

„2012 წელს დამიდგინდა მსხვილი ნაწლავის კიბო, მესამე სტადია. გავიკეთე ოპერაცია. 6 თვის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფიით დამიდგინდა მეოთხე სტადია მეტასტაზებით ფილტვში. ონკოლოგმა შემომთავაზა ქიმიოთერაპია, რომელიც არ გადამარჩენდა, თუმცა გამიხანგრძლივებდა სიცოცხლეს. მანვე მითხრა, რომ 2-3 წელი მქონდა დარჩენილი. მივაგენი გამოცდილებას, რომ ადამიანი განიკურნა სტაფილოს წვენით კიბოსგან. საკუთარი გადაწყვეტილებით 8 თვის განმავლობაში ვსვამდი სტაფილოს წვენს, ორ ჭიქას დღის განმავლობაში. ეს იყო ერთადერთი, რაც შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. ორი თვის შემდეგ მორიგ შემოწმებაზე გამოჩნდა, რომ ჩემი კიბო არ იზრდებოდა. 8 თვის შემდეგ კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე უკვე არაფერი ჩანდა. კიბოსგან განვიკურნე.

ჩემი გამოცდილების შესახებ დავწერე წიგნი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეხმიანებოდნენ ადამიანები. 30-მა ონკოლოგიურმა პაციენტა მომწერა, რომ ჩემსავით განიკურნენ სტაფილოს წვენის მიღების შემდეგ. ასევე მივიღე წერილები 5 ადამიანისგან. მათ შემთხვევაში აღნიშნული მეთოდი უშედეგო აღმოჩნდა. ეს მეთოდი არ არის გარანტია, რომ ის აუცილებლად ყველას უშველის. ფაქტია, რომ ჩემს შემთხვევაში იმუშავა. მას შემდეგ 9 წელი გავიდა. დღეს თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია,“- აღნიშნა ენ ქემერონმა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად