Baby Bag

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.

მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 

იხილეთ ასევე:

ყველაფერი, რაც 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის გამოგადგებათ

შეიძლება დაინტერესდეთ

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად