Baby Bag

ვის ექნება განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა - ირინა აბულაძე მასწავლებელთა გამოცდებზე

ვის ექნება განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა - ირინა აბულაძე მასწავლებელთა გამოცდებზე
„განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნება ყველას,“ - ასე უპასუხა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გადაცემა „იმედის დღეში“ დასმულ კითხვას - თუ არ არის პრაქტიკოსი მასწავლებელი და ახლა გადის გამოცდაზე, ექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ შემოდგომაზე კვლავ გავიდეს გამოცდაზე?

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის ერთჯერადი, წელს მიღებული გადაწყვეტილება. 

ირინა აბულაძემ იმ საპენსიო ასაკის მასწავლებლებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც ჯილდოს მიღების სურვილი არ გამოთქვეს და გამოცდაზე გადიან.

„საპენსიო ასაკის მასწავლებლები, რომლებმაც ჯილდოს მიღების სურვილი არ გამოთქვეს და გადიან გამოცდაზე, თუ არ იქნებიან კმაყოფილი შედეგით, ან დააკმაყოფილებთ შედეგი, მაგრამ გადაიფიქრებენ და ენდომებათ ჯილდოს მიღება, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ 2019 წლის ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ორ ეტაპად - ზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება.

ამავე თამაზე:

​ის პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან, შეძლებენ თუ არა, შემოდგომის გამოცდაზე დარეგისტრირებას

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები

2019 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ​ამ კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს შეფასებისა და გამოცების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge მიმდინარეობდა.

იხილეთ ასევე:

2019 წლის მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

წაიკითხეთ სრულად