Baby Bag

ხვალ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა იწყება - ირინა აბულაძე დეტალებზე

ხვალ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა იწყება - ირინა აბულაძე დეტალებზე

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ხვალ, 10 ივლისს პროფესიული უნარების გამოცდით დაიწყება და 21 ივლისს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდით დასრულდება

გამოცდაზე 30 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათგან 10 000-მდე მასწავლებლობის მსურველია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე გადაცემა „იმედის დღეში“ მასწავლებელთა გამოცდებისა და მასწავლებლის ჯილდოს შესახებ საუბრობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია მასწავლებლებისა ან მასწავლებლობის მსურველებისთვის

ინფორმაცია მასწავლებლებისა ან მასწავლებლობის მსურველებისთვის
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან, დღეიდან შეუძლიათ მასწავლებლებს ან მასწავლებლობის მსურველებს.

დეტალური ინსტრუქცია:

  • აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის;
  • პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - "დაბეჭდეთ ბარათი".
  • მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
  • ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.


საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

წაიკითხეთ სრულად