Baby Bag

ინფორმაცია იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც გამოცდები უკვე ჩააბარეს ან მომავალში აპირებენ ჩაბარებას

ინფორმაცია იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც გამოცდები უკვე ჩააბარეს ან მომავალში აპირებენ ჩაბარებას

მასწავლებელთა გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. მათ, ვინც უკვე ჩააბარა გამოცდა და მათ, ვინც მომავალში აბარებს, გთავაზობთ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალურ და მინიმალურ გამსვლელ ქულებს და ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულებს სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით.

იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულები:

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

​პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით

ცნობისთვის, წელს მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე ამ წლის ბოლომდე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31 500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.

იხილეთ ასევე:

​ვის ექნება განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა - ირინა აბულაძე მასწავლებელთა გამოცდებზე

​ის პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან, შეძლებენ თუ არა, შემოდგომის გამოცდაზე დარეგისტრირებას

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა კანონპროეტქის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო. 

როგორც ცნობილია, პარლამენტში დეპუტატებმა ხმაურისა და ცუდი აკუსტიკის გამო ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი. რის შემდეგაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა.

წაიკითხეთ სრულად