Baby Bag

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

მათი ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის გამოქვეყნებით დაიწყება. შედეგები ეტაპობრივად, ყველა საგნის მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე, დაახლოებით აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება. 

ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.

პედაგოგობის მსურველი პირი მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებს, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს, დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია. გამოცდები ქართულ ენასთან ერთად, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

​შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.



წაიკითხეთ სრულად