Baby Bag

რა გზა უნდა გაიაროს მასწავლებლობის მსურველმა, რომ სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთოს

რა გზა უნდა გაიაროს მასწავლებლობის მსურველმა, რომ სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთოს

​მასწავლებლობის მსურველმა სკოლაში მუშაობის დასაწყებად და სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩასართავად გარკვეული აქტივობები უნდა განახორციელოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველმა პირველ რიგში, საგნის გამოცდა უნდა ჩააბაროს წარმატებით.

„მასწავლებლობის მსურველმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს საგანის გამოცდა, 61%-იანი მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს. თუ მასწავლებლობის მსურველს დიპლომში პედაგოგი უწერია, მაშინ მას აღარ მოუწევს 60-კრედიტიანი გადამზადების პროგრამის გავლა და ის უკვე ამ გამოცდით სერტიფიცირებული გახდება.

სკოლაში ვაკანსიას რომ მოიძიებს და დირექტორთან გაფორმდება ხელშეკრულება, დირექტორმა უნდა მოიწეროს მასწავლებლის სახლში წერილი, რომ ჩართონ პროფესიული განვითარების სქემაში, პედაგოგს ამ შემთხვევაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება და ამ სახით ჩაერთვება სქემაში. სტატუსის მინიჭებას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.

რაც შეეხება მათ, ვისაც დიპლომში პედაგოგი არ უწერია, საგნის გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, უნდა გაიარონ 60 - კრედიტიანი გადამზადების პროგრამა - შეისწავლონ ერთწლიანი პედაგოგიკის კურსი.

ამ კურსს რომ გაივლის მასწავლებლობის მსურველი და ცნობა ექნება, ჩაითვლება სერტიფიცირებულ პედაგოგად და სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთვება.

აღნიშნული ეტაპების გავლა უწევთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში დასაქმების მსურველებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

არ გამოგრჩეთ მასწავლებლის სახლის მიერ დღეს გამოცხადებული ვაკანსიები

არ გამოგრჩეთ მასწავლებლის სახლის მიერ დღეს გამოცხადებული ვაკანსიები

საჯარო და კერძო სკოლებმა მასწავლებელთათვის ახალი ვაკანსიები გამოაცხადეს. ნახეთ, არის თუ არა თქვენსთვის სასურველ სკოლაში ვაკანტური ადგილები.

ვაკანსები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - მასწავლებელთა ვაკანსიები

როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით?

ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია.

ამავე თემაზე:

​როგორ შეიძლება საჯარო სკოლაში დასაქმება​

წაიკითხეთ სრულად