Baby Bag

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

„მასწავლებელთა გამოცდის შედეგები სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მასწავლებელთა ნაშრომების გასწორების პროცესი:

„ნაშრომების რაოდენობა არის ძალიან დიდი, თითქმის ორმაგია წინა წლებთან შედარებით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ მასწავლებლების შედეგები“, - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დღეს რომ იყოს სექტემბერი, ჩვეულებრივ რეჟიმში დავიწყებდით სწავლას''

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციისა და სავარაუდო მეორე ტალღის შესახებ ,,იმედის დილის'' ეთერში ისაუბრა. მინისტრი სექტემბერში სწავლის განახლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს რომ იყოს სექტემბერი, სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყებოდა:

,,იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს, ვფიქრობთ, რომ სწავლა განახლდება. თუმცა ჯერ კიდევ სამი თვე გვაქვს წინ და ამ სამ თვეში როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან სწორი ქცევა და შემდეგ მისი მართვა, თორემ შემოდგომასა და ზამთარში მასთან ერთად ცხოვრება გაგვიჭირდება. დღეს რომ იყოს სექტემბერი, ჩვეულებრივ რეჟიმში დავიწყებდით სწავლას,'' - აღნიშნა მინისტრმა. 

წაიკითხეთ სრულად