სტატისტიკის ეროვნული სააგენტო 2011 წლიდან დღემდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, სკოლებში პედაგოგთა მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდება 2011-2012 სასწავლო წლებში, მინიმალური კი 2013-2014 წლებში.
კერძოდ, 2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 70 ათასი მასწავლებელი ასწავლიდა.
მომდევნო სასწავლო წელს (2012-2013) მასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა და 68.7 ათასი გახდა.
კლების ტენდენცია შენარჩუნდა 2013-2014 წელსაც და საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობამ 67.2 ათასი შეადგინა.
რაც შეეხება 2014-2015 სასწავლო წელს, ფიქსირდება მატების ტენდენცია და მასწავლებლების რაოდენობა 67.2 ათასიდან 67,4 ათასამდე იზრდება.
შემდეგ სასწავლო წელს (2015-2016) პედაგოგთა რაოდენობა 66.4 ათასამდე მცირდება, 2016-2017 სასწავლო წელსაც კლების ტენდენცია გრძელდება და 65 ათასი ხდება.
2017-2018 სასწავლო წელს მასწავლებლების რაოდენობა იზრდება - 67 ათასს უტოლდება და ეს მაჩვენებელი ნარჩუნდება 2018-2019 სასწავლო წელსაც.