Baby Bag

Pedagogi.ge - განახლებული პლატფორმა მასწავლებლობის მსურველთათვის

Pedagogi.ge - განახლებული პლატფორმა მასწავლებლობის მსურველთათვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.pedagogi.ge დაემატა ახალი ბლოკი „მასწავლებლობის მაძიებელი“.

მასწავლებლობის მსურველს აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს აღნიშნულ პლატფორმაზე და მონიშნოს მისთვის სასურველი სკოლა/სკოლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სკოლა ვალდებულია, pedagogi.ge -ზე განათავსოს ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ.

ვიდეორგოლი დაგეხმარებათ, მარტივად დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე და შექმნათ პირადი პროფილი.

გაიდი აპლიკანტისთვის

გაიდი სკოლისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან შეძლებენ აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

როდიდან შეძლებენ აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შესაძლებელი იქნება 20 ივნისის შემდეგ, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

„ბარათის ამოსაბეჭდად, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“.

ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

​მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად