Baby Bag

სწავლება სიმღერ-სიმღერით

სწავლება სიმღერ-სიმღერით

ინგლისური ენის კრეატიულმა მასწავლებელმა ბავშვებისთვის სწავლის პროცესი მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, სწავლება სიმღერ-სიმღერით მოიფიქრა. 

მან არაწესიერი ზმნების დაზეპირება სასიამოვნო პროცესად აქცია. 

ნახეთ ვიდეო და სცადეთ თქვენს მოსწავლეებთანაც

შეიძლება დაინტერესდეთ

​გამოცდაზე პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა - მასწავლებელთა გამოცდები 2019

​გამოცდაზე პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა - მასწავლებელთა გამოცდები 2019

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ერთ-ერთი მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში - არაფხიზელი მდგომარეობა“, - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.

წაიკითხეთ სრულად